მომსახურების დეტალები

ჭერის გადაკვრა

დროთა განმავლობაში ჭერის ქსოვილი ძვრება, ეშვება ან ბინძურდება, გადაკვრა უბრუნებს სალონს გამართულ, ახალივით იერს.

ძველი მასალა სრულად იხსნება, ზედაპირი მუშავდება და იფარება ახალი ქსოვილით

სერვისზე მოქმედებს 10 წლიანი გარანტია

დაშლა/აწყობის სირთულე, ლუქის დაფის არსებობა და მასალა ფასზე აისახება.

ორიგინალი იტალიური ალკანტარა სინამდვილეში არა ქსოვილი ან ტყავი, არამედ მაღალტექნოლოგიური მიკროფიბერია, რომელიც პირველად 1970 წელს შეიქმნა.

ის არ ცხელდება ზაფხულში, არ ცივდება ზამთარში, არ ხუნდება მზეზე და სალონს სრულყოფილ, პრემიუმ, სპორტულ იერს ანიჭებს.

სწორედ ამიტომ იყენებენ მას სუპერქარებში (Ferrari, Lamborghini, Porsche) და პრემიუმ კლასის ავტომობილების საჭეებზე, ჭერსა და სავარძლებზე.

მომსახურების პაკეტები

ფასები

სრული გაშავება — ჭერი, 6 სვეტი, სამზეურები, ლუქის დაფა და პლასტმასების ღებვა1000 ₾
ჭერი, 6 სვეტი და სამზეურები (ღებვის გარეშე)900 ₾
ჭერი და 6 სვეტი800 ₾
მხოლოდ ჭერი400 ₾

საბოლოო ფასი დამოკიდებულია ავტომობილის მდგომარეობასა და მომსახურების მოცულობაზე.

დაჯავშნა →
ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲔᲑᲘ